თბილისი. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სოციალურ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის ფონდი და იმფაქთ ჰაბ თბილისი სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.
ფაბრიკას ეზოში წარმოდგენილი იქნება წარმატებული ქართული სოციალური საწარმოების პროდუქტების ფართო არჩევანი - ტექსტილი, სათამაშოები, სამკაულები, ღია ბარათები, საკვები, სუვენირები და ა.შ.
სოციალურ საწარმოებს პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვაში ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრები დაეხმარებიან.
წყარო: ევროპის ფონდი