თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ინფოგრაფიკას საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის შედეგებზე.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში აქტიურად მიმდინარეობდა სამსახურთა რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლდა შტატების შემცირება. ამ პროცესის შეფასების მიზნით, EMC-იმ გამოითხოვა ინფორმაცია 15 სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
თუმცა, საჯარო ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და არასრული ინფორმაცია გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული პასუხი კი არ მოიცავდა ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების თაობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge