თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მდებარე 13 850 კვ.მ მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კორუფციის ნიშნები იკვეთება.
„კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში არათანაბარი გარემო შეიქმნა მისი შეძენით დაინტერესებული პირებისთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით და სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ის", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge