კახეთი. 20 ივნისს, ცენტრი „აფხაზეთის" თელავის ოფისში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
„ორგანიზაციის მიერ თვისებრივი კვლევა - „სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი აღსაზრდელებისათვის სოციალურ საწარმოთა შესაქმნელად ბიზნესის და სოციალური გარემოს კვლევა" - მაისში ჩატარდა. კვლევის მიზანი გახლდათ სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თელავი, გორი, მცხეთა, ხაშური) მდგრადი სოციალური საწარმოს შესაქმნელად არსებული პერსპექტიული სამეწარმეო მიმართულებების შესწავლა და იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმატებული სოციალური საწარმოს შექმნას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში