en
ge

გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

თბილისი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ის პოზიცია და შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელი, საგადასახადო საიდუმლოების ცნებისა და ფარგლების განსაზღვრის მხრივ. სასამართლო დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის No 2/3/406/408 გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვალოს საგადასახადო საიდუმლოებად. სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მონაცემთა გაცემას მოჰყვეს გადასახადის გადამხდელის კომერციული, საბანკო ან/და სხვა დაცული ინფორმაციის გამჟღავნება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023