თბილისი. ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ევროკავშირის წვლილი საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში, საქართველოს დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია და მერების შეთანხმება, კლიმატის ცვლილება და ჯანდაცვა - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც მედიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში