en
ge

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა: რეგიონული ჰაბების პრეზენტაცია

იმერეთი. 29 ივნისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (KEDEC), ევროკავშირის პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, გამართა რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმების და პროცედურების პრეზენტაცია.
რეგიონული „ჰაბების" შექმნა საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენს ამ პროექტის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტს, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონებში. „ჰაბი" იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონული „ჰაბების" ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.
კონკურსი რეგიონული ჰაბების შესარჩევად...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023