en
ge

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიმართვას ავრცელებს

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულ შემადგენლობას მიმართავს. 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს. 21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა.
„კოალიციამ არაერთხელ მოუწოდა მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრებად ნომინირებული კანდიდატებისათვის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემისა და ასევე კანდიდატებისათვის კითხვების დასმისკენ. სამწუხაროდ, აღნიშნული მოწოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ამ არჩევნებზეც არ იქნა გათვალისწინებული. მოსამართლეთა კონფერენციის მსვლელობისას ნომინირებულ კანდიდატებს არც საკუთარი ხედვა და მოსაზრებები წარმოუდგენიათ და არც მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილე მოსამართლეებს მიუმართავთ მათთვის კონკრეტული შეკითხვით.
მოსამართლეთა კონფერენციის დასრულების შემდგომ, საბჭოს ახალარჩეული მოსამართლე წევრების მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ახალი წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად არა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, არამედ წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზისა და მიღწეულის შენარჩუნებას ასახელებენ.
მიუხედავად ჩვენი სკეპტიციზმისა, რისი საფუძველიც საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესი და საბჭოს ახალარჩეული წევრების დიდი ნაწილის უკვე საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისათვის და საბჭოს განახლებულ შემადგენლობას ვთავაზობთ შეხვედრას, სადაც კოალიციის სახელით კიდევ ერთხელ გავაცნობთ სასამართლო სისტემაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს, რომელთა გამოვლენასაც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ჩვენი საქმიანობისას ვახდენთ, ასევე ჩვენს ხედვასა და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023