en
ge

შეხვედრა თელავში – საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება

კახეთი. 7 ივლისს თელავში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას კახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, ინსტიტუტის ინიციატივით, შემუშავდა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია, რომელსაც 230-ზე მეტი ორგანიზაცია უკვე მიუერთდა. ამ დეკლარაციის ერთ–ერთ პრინციპად მოაზრებულია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტი ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ კონცეფციისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო მონაწილეობითი პროცესის წარმართვით მოხდეს კონსენსუსის მიღწევა აღნიშნულ სახელმძღვანელო მითითებებზე, რომელიც მომავალში თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უკეთესი ინსტიტუციური განვითარება და მდგრადი, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა დისკუსია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკანონმდებლო გარემოს ძირითადი ასპექტების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარადგინა არსებული სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების შესახებ კვლევის ძირითად მიგნებებს. გარდა ამისა, განიხილეს სსო-ების ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ა) თვითმმართველი ერთეულების მიერ გრანტის გაცემის შესაძლებლობა; ბ) გრანტით შექმნილი აქტივების შემდგომში ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენება; გ) მოხალისეობის საგადასახადო რეგულირება.  
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023