en
ge

პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება

აჭარა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი" პროექტის - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" - შედეგების შემაჯამებელ ღონისძიება ქობულეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში" გამართა.
ამ პროექტის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს „ინტელექტი" სთავაზობდა უფასო პროფესიულ სწავლება-გადამზადებას, უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და გრანტებს, მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში დაფინანსდა 19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო; პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით, ორგანიზაციას 143 კურსდამთავრებული ყავს და სასწავლო პროგრამებს კიდევ 40 ბენეფიციარი გადის; იურიდიულ კონსულტაციებითა და სამართლებრივ დახმარებით 200-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
„ინტელექტის" ხელშეწყობით, ამავე პროექტის ფარგლებში, ე.წ. „ოცნების ქალაქში" ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ოცნების ქალაქი", რომელიც იქ მცხოვრები მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავებს. „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტს პარტნიორობას უწევდა დემოკრატიის ინსტიტუტი და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციაკლურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)