თბილისი. 11 ივლისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება.
„მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდები სოციალურ ქსელში