en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებისა და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლების არაფორმალურ კავშირებთან დაკავშირებით.
საუბარია 10 ივლისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციააზე, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივან გიორგი მიქაუტაძის შორის არაფორმალურ გარემოში შეხვედრაა ასახული. მედიაში, ასევე, გავრცელდა ფოტო, სადაც საბჭოს ახალი მდივანი, „ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან და მთავარი პროკურორის მოადგილესთან ერთადაა გადაღებული.
ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ: „არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ დღეის მდგომარეობით სასამართლოს სისტემის უმთავრეს პრობლემას კლანური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის მხარდაჭერილი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან საკონტაქტო პირს მმართველი ძალიდან სწორედ ვანო ზარდიაშვილი წარმოადგენს. ვანო ზარდიაშვილს ახლო ნათესაური და მეგობრული კავშირები აქვს სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიან პირებთან მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის შემცველელ გიორგი მიქაუტაძესთან. ასევე, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი არაფორმალური ურთიერთობა სასამართლო სისტემის გავლენიან პირებთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს საფუძვლიან ეჭვებს სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებების შესახებ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულებით, ეჭქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერთკონტროლის კონსტიტუციური პრინციპების არსებობა, რაც სერიზულ ზიანს აყენებს დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების განვითარების პერსპექტივებს ქვეყანაში. გარდა ამისა, საზოგადოებაში უკიდურესად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, განსაკუთრებით იმ გახმაურებულ საქმეებში, რომლებშიც ხელისუფლების ინტერესები იკვეთება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს სათანადო ყურადღება მიექცეს მსგავს არაფორმალურ ურთიერთობებს. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება და ხელისუფლება სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალურ პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ყოველგვარი შემდგომი რეფორმა ისევე დაკარგავს აზრს, როგორც ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო აქამდე სამ „ტალღად” განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა".
სრულად 
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023