en
ge

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები 2017 წლის 14 ივლისს დაანონსებულ „ქართველთა მარშს" ეხმაურებიან.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.
„მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. „ქართული მარშის" მონაწილეებისთვისაც. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა არაერთი ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"-ს ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023