en
ge

შეხვედრა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის თაობაზე

თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის თაობაზე. ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორებისთვის საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევებისა და საადაპტაციო ღონისძიებების წარდგენა.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული საადაპტაციო გეგმის მომზადების პროცესი და სამომავლო გეგმები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლიმატურ ცვლილებების ირგვლივ მომუშავე ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი, მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი, გაეროს გარემოსდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტი.
შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
სრულად 
წყარო: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023