en
ge

სოციალური და სამუშაოს მოძიების ეფექტური უნარები

იმერეთი. ცენტრ „აფხაზეთის" ქუთაისის ოფისში 18-დან 21 ივლისის ჩათვლით, მიმდინარეობს სწავლება თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები". სწავლებას 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი დაესწრება.
სწავლების მონაწილეები აგვისტოში ბიზნეს-ტრენინგებსაც გაივლიან და, ბიზნეს-წინადადებების შემუშავების შემდეგ, 1200-დან 3000 ევროს მოცულობის გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
სწავლება ტარდება პროექტის - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-თან ერთად ASB Georgia-სა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებსა და თბილისში ახორციელებს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)