en
ge

დაბინძურებული მდინარე ჩხოუში

სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ვიდეოს დაბინძურებულ მდინარე „ჩხოუშ"-ზე.
„ზუგდიდში, მდინარე ჩხოუში და მისი სანაპირო სისტემატიურად ბინძურდება. დაბინძურების უმთავრეს წყაროს ბაზრობა წარმოადგენს, სადაც დაგროვილი ნარჩენების ნაწილს მოქალაქეები თუ მოვაჭრეები მდინარეში ან მის ნაპირზე ყრიან.
„ზუგდიდდასუფთავებაში" მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მათ მიენიჭოთ მდინარის დაბინძურებისათვის პირთა დაჯარიმების უფლება, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზედამზედველობის სამსახურს აქვს, თუმცა საჯარიმო სანქციები ამ უწყებას დღემდე არ გაუტარებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოზიციით:
• ნარჩენებით გარემოს, მათ შორის მდინარის დაბინძურებისათვის საჯარიმო სანქციების დაკისრების უფლება დროულად უნდა მიეცეს „ზუგდიდდასუფთავებას"
• მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მდინარე ჩხოუშია და მისი სანაპიროს დაბინძურებაზე აქტიური მონიტორინგი როგორც "ზუგდიდდასუფთავებამ”, ასევე ზედამხედველობის სამსახურმა აქტიურად უნდა განახორციელონ”, ნათქვამია ორგანზიაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023