en
ge

გამჭვირვალობა: 1 ლარად გასხვისებული ქონება აჭარაში 2013-2017 წლებში

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად, ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.
„2013-2017 წწ აჭარაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გაცემული ქონების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიებს, რომელთაც გადასცეს სიმბოლურ ფასად ქონება, ზოგ შემთხვევაში მნიშნელოვანი ინვესტიციების განხორციელების პირობა არ ჰქონიათ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია, დეველოპერული კომპანიებისთვის არასასოფლო ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისება აჩენს ეჭვებს, ვარაუდებს კორუფციაზე და ასევე იმაზე, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე. სასურველია, ქონება გასხვისდეს კონკურენტუნარიან გარემოში და პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023