en
ge

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო.
„პროექტში მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა: ჩრდილო - ატლანტიკური ალიანსი, ნატოს ისტორია, ნატო - საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, ნატოში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირის ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ა. შ", ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023