en
ge

პროექტის „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია

იმერეთი. 8 ივლისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის - „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" პრეზენტაცია გამართა.
„პრეზენტაციას ესწრებოდნენ იმერეთის მხარეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მომავალში თავადაც ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების ფარგლებში. პროექტის მიზანია იმერეთის მხარეში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში ქალი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ასახვის ხელშეწყობა და მათი ადვოკატირება", ნათქვამია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023