აჭარა. დღეს ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან, ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი აიღებს სტარტს. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება და მასზე წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომელიც მათ ეროვნებასთან ასოცირდება. კოლონადებთან კი მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები.
პროექტის მიზანია მოტივაციის ამაღლება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში და მათი აქტიურად ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" [IJH] პროექტს „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში