en
ge

შშმ პირებს საშუალება აქვთ საარჩევნო უბნებზე დასაქმდნენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის", IFES-ის და USAID-ის მხარდაჭერით, ქალაქ ოზურგეთში დისკუსია გამართა. დისკუსიაზე განიხილეს ყველა ის საკითხი და გამოწვევა, რომლის წინაშეც დგებიან შშმპ პირები არჩევნების დროს, ასევე მიმოიხილეს სოციალური პაკეტები, რომლებსაც შშმ პირებს ადგილობრივი ხელისუფლება სთავაზობს.
„საარჩევნო გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (შშმპ) უნდა იყოს ადაპტირებული. შშმ ქალები ოზურგეთში საკმაოდ აქტიურები არიან. შარშან ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დასაქმებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) და წელსაც გვსურს გავაგრძელოთ ეს ტრადიცია", - განაცხადა დისკუსიაზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა.
შეხევდრას საქველმოქმედო ფონდ „გურიას" 15 შშმ ბენეფიციარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მმართველობისა და თვითთმართველობის სამსახურებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებელები ესწრებოდნენ.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023