თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორის მიერ გამოცემული წიგნის - „ერობა - თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში - 1918" - პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკას, გეოგრაფიასა და მიმდინარეობას მაზრების მიხედვით, არამედ თავად თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან - 1918 წლამდე.
კვლევის ავტორთა თქმით, ვინაიდან თვითმმართველობის საკითხები დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით, შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების ფონზე, წიგნი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ თითქმის საუკუნის წინანდელ გამოცდილებასა და ხედვას, რომელიც, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით თამამი იყო.
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებგვერდი