კახეთი. 14-15 აგვისტოს, საგურამოში, ბიზნესის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება. ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეიმუშაონ ბიზნეს-წინადადებები და, სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად, 17 000 ევრო მიიღონ.
ტრენინგი ტარდება პროექტის - „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" - ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი" ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით თელავში, საგურამოსა და გორში ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში