en
ge

ISFED წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, დღეს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა.
„დოკუმენტში განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები და მეტწილად ინკლუზიურად დაწყებული პროცესი, რომელიც ივნისის ბოლოს ერთგვარ ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში საუბარია 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებასა და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, ასევე, მოულოდნელად და ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე დაუჭირა მხარი პარლამენტმა. დოკუმენტში, ასევე, შეფასებულია მედია გარემო და ის ცვლილებები, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა ნაციონალურ მაუწყებლებში", - ნათქვამია შეფასებაში.
დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს" და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023