en
ge

სახალხო დამცველი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს

თბილისი. სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის" პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს, თავი შეიკავოს განზრახი არასწორი განცხადებებისგან, პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს და შეინარჩუნოს პროფესიული პატივისცემა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.
„სამწუხაროა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირებს ავიწყდებათ კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქციაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგი. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს. სახალხო დამცველი არ წარმოადგენს „მეოთხე ინსტანციის" სასამართლოს და შესაბამისად ამ კონკრეტულ საქმეზე მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობაში მეოთხე ინსტანციის ფუნქციები არ იკვეთება. კერძოდ, სახალხო დამცველს არ შეუცვლია მოსამართლის განაჩენი, ასევე, არ მიუთითებია მოსამართლისთვის რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა საქმის განხილვისას. არამედ, საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო შედეგები მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან და ორგანული კანონიდან", - აცხადებს სახალხო დამცველი.
სრულად 
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023