en
ge

ჰაბების შესარჩევი კონკურსის შედეგები

თბილისი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში რეგიონული ჰაბების შესარჩევ კონკურსში გამაჯვებული ორგანიზაციები გამოვლინდნენ.
პროექტის მმართველმა საბჭომ განიხილა კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის - ჰაბის სახით შერჩეულ იქნა შემდეგი ორგანიზაციები
• გურია - ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
• იმერეთი - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო;
• კახეთი - კახეთის მედია ცენტრი;
• მცხეთა-მთიანეთი - უკეთესი მომავლისათვის;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი - ათინათი;
2. აჭარის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში კონკურსში მონაწილე რამდენიმე ორგანიზაციამ მიიღო თანაბარი შეფასება. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პროექტის მმართველი საბჭო ადგილზე ეწვევა შემდეგ ორგანიზაციებს:
• აჭარა
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი";
ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი;
• სამცხე-ჯავახეთი
დემოკრატ მესხთა კავშირი;
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი;
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი;
• შიდა ქართლი
გორის საინფორმაციო ცენტრი;
მეგობრობის ხიდი - ქართლოსი;
3. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ა.წ. 8 სექტემბრიდან ხელახლა გამოცხადდეს კონკურსი. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფომაცია განთავსდება პროექტის ფეისბუქ გვერდზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალზე www.csogeorgia.org-ზე.
შეხვედრები შერჩეული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება 14-15 სექტემბერს, ხოლო ადგილზე ვიზიტები დაგეგმილია 18–22 სექტემბერს.
შეგახსენებთ კონკურსი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023