en
ge

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), დღეს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.
ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ 8 საარჩევნო ოლქში გარკვეული ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით; ამასთან, საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევებისა და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევები.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023