en
ge

Must carry-ის პრინციპი საერთაშორისო და ქართულ დონეზე

თბილისი.11 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც გაანალიზებულია Must Carry-სპრინციპი სხვადასხვა ქვეყნის (ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნების) კანონმდებლობის მაგალითზე. ასევე განხილულია ეს საკითხი ქართულ რეალობაშიც.
Must carry-ის პრინციპი გულისხმობს კანონისმიერ სავალდებულო ტრანზიტის იდეას, რომ საკაბელო ქსელების ოპერატორებს დაეკისროთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლებისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზო სიგნალების სავალდებულო წესით რეტრანსლაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს შედის მაუწყებლების ინტერესებში. კვლევის ავტორების აზრით, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მედია პლურალიზმს საქართველოში.
ამ ინიციატივის ძირითადი კრიტიკა მოდის იმაზე, რომ იგი კერძო ბიზნესში, ამ შემთხვევაში საკაბელო ოპერატორების საქმეში ჩარევას და რეგულაციებს გულისხმობს, თუმცა კვლევის და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა აზრით, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის კერძო ბიზნესის ინტერესებს და მოქალაქეთა ინფორმირებულობის სასარგებლოდ გამართლებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. Must carry-ის პრინციპის სამშობლო ამერიკის შეეთებული შტატებია, თუმცა იგი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამ პრინციპზე დაყრდობით კამპანიის – „ეს შენ გეხებას"–  ფარგლებში პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, რომელიც გულისხმოს ცვლილებების განხორციელებას როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებში. ამ კანონებში შესატანი ცვლილებები და დამატებები ორ საკითხს ეხება:
1. მაუწყებლობის ტრანზიტი (სავალდებულო/ფასიანი);
2. საავტორო და მომიჯანვე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები.


კვლევა "Must Carry - სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი, მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)