en
ge

სოფლის განვითარების პოლიტიკა - სწავლება აჭარის ა/რ მთავრობისთვის

აჭარა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 30-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ტრენინგში, რომელიც ბათუმში, 12-13 სექტემბერს ჩატარდა.
აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მდგრადი სოფლის განვითარების მთავარ კონცეპტუალურ საკითხებზე, გაეცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებს, სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმივსა და წარმართვის პროცესს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეთა როლს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების უწყებათაშორის საბჭოსთან თანამშრომლობით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023