en
ge

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ხდება

თბილისი. 2017 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრა გაიმართება. თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ოქტმობრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქმიანობას უხელმძღვანელებს. ხოლო, 2018 წლის მეორე ნახევარში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) 2011 წელს შეუერთდა და პირველი სამოქმედო გეგმა 2012-2013 წლებისათვის პარტნიორობას 2012 წელს წარუდგინა. ამჟამად, საქართველო მესამე, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია. საქართველოს მიერ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიზნით, შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (ფორუმი), რომელიც მუდმივმოქმედ საკოორდინაციო მექანიზმს წარმოადგენს და ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
2015 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შედეგადაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 2015-2016 და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. გეგმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემუშავება სამოქალაქო სექტორისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს. ამასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დამკვიდრებისა და ზედამხედველობის მიზნით, შექმნილია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი.
სრულად 
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023