en
ge

TI-ის გამოხმაურება პარლამენტის წევრთა განცხადებებზე

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება პოლიტიკოსების გამოხმაურებას 19 სექტემბერს გამოქვეყნებული, პარლამენტართა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე.
„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, არასწორ და არაკორექტულ გამონათქვამებს. პირველ რიგში, ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს, საქართველოს პარლამენტის წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის დეპუტატების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე. აღნიშნული ანგარიში არის რიგით მე-5. ზოგ შემთხვევაში, პარლამენტთან თანამშრომლობით ვაცნობდით დეპუტატებს ამ მონაცემებს. შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები ასწორებდნენ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს, რაც წარმოადგენს კიდეც მსგავსი ანგარიშების მომზადების მიზანს. ამ დრომდე არ გვახსენდება არც ერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასება თავად იმ ფაქტის, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავს უყრის და აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც ისედაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023