en
ge

საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლს ასაჩივრებს

თბილისი. საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლს, რომელიც პოლიციას, დაუმორჩილებლობის მოტივით, მოქალაქის დაკავების უფლებას აძლევს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთადერთი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს. აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და მისი არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, - „საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს”.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023