en
ge

ISFED: ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში

სამცხე-ჯავახეთი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ აცხადებს.
„6 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნინო ბერიძე აირჩია, რომელიც უკვე 8 სექტემბერს საოლქო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ამავე კომისიის მდივნად. მანამდე, 1 სექტემბერს, ნინო ბერიძის მეუღლე, დავით ფართლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად #1 მაჟორიტარულ ოლქში. 25 სექტემბრის მდგომარეობით, დავით ფართლაძე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. იგი 1 სექტემბრიდან აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში და მერობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინტენსიურად ხვდება”, - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023