en
ge

სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“

თბილისი. სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია „საზოგადოება წამების წინააღმდეგ". კამპანიის ფარგლებში შეიქმნება სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის სამოქალაქო ქსელი; დაგეგმილია შეხვედრები თემაზე მომუშავე პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან, დაინტერესებულ პირებთან და ა.შ. მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი.
სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, მათი უფლებების შელახვისა თუ წამების აღმოფხვრისათვის უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან ბევრი გაკეთდა. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის”, - აცხადებს სახალხო დამცველი, - "ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანის წამება და არასათანადო მოპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელი, დაუშვებელი და მკაცრად დასჯადია; სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილება მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდება და ადამიანის მიმართ მოპყრობა ღირსებას დაეფუძნება; სადაც იმოქმედებს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, ეფექტიანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023