en
ge

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერების შესახებ.
„სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ხსენებული კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას. მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება არა თუ უპირისპირდება დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, არამედ პირიქით, ერთგვარად ახალისებს ქსენოფობიასა და ჰომოფობიას, რამდენადაც ასეთი კანდიდატების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოსვლით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023