en
ge

ომბუდსმენი ეხმიანება კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ

თბილისი. სახალხო დამცველი ეხმიანება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.
სახალხო დამცველი ასევე იზიარებს პროექტით გათვალისწინებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის ცვლილებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023