en
ge

განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში

თბილისი. Center for Social Sciences/სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა და ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ" კვლევის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში 1500-მდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის შედეგად შემდეგი ზოგადი ტენდენციები გამოიკვეთა:
„ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წელი ყოველთვიურ ანაზღაურებას, საშუალოდ, 7%-ით ზრდის. საქართველოს მაჩვენებელი 3%-ით დაბალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე;
სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი - 5-ჯერ. თუმცა, ფორმალური განათლების დონე (საფეხური) არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს;
საქართველოში დაბალპროდუქტიულ შრომის ბაზარს განაპირობებს ე.წ. „ცოდნის გაუფასურება", დისბალანსი თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად საქმიანობის ტიპებსა და იმ პროფესიებს შორის, რომელსაც დღეს ახალგაზრდები მასობრივად ეუფლებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
მოსახლეობაში დეფიციტურია დასაქმებისთვის და შრომითი პროდუქტიულობისთვის ორი პრინციპულად მნიშვნელოვანი უნარი - კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნა", ნათქვამია ფონდი „ღია საზოგადება საქართველოს" ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდის სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023