en
ge

ომბუდსმენი უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს

თბილისი. 22 სექტემბერს ომბუდსმენმა რეკომენდაციით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.
სახალხო დამცველმა თავშესაფრის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მათი უსახლკარობისგან დაცვისთვის საჭირო ფინანსური ან/და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება და იდენტიფიცირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება მოითხოვა.
„საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსახლკარო პირთა პრობლემებზე რეაგირების რეგულაციები, ამასთან უკვე წლებია ვერ გამოინახა რესურსები მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შესამუშავებლად, რის გამოც უსახლკარო პირებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ თავშესაფრის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დარღვეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირების კანონმდებლობით აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023