en
ge

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა „საიას“ ოფისში

კახეთი. 22 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.
დისკუსიას დაინტერესებული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, შრომის კოდექსის გასაუმჯობესებლად უნდა მოხდეს ისეთი სახის ცვლილებების შეტანა, რომელიც დასაქმებულის უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.
მარეხ მგალობლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი: „საქართველოს შრომით კოდექსში მომზადდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა პარლამენტში. განსაკუთრებით  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შრომის კოდექსში უქმდება 37 მუხლის ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმებულის უპირობო გაშვებას სამსახურიდან, რაც ძალიან ხშირად იქნა პრაქტიკაში გამოყენებული. ეს პუნქტი იყო ყველაზე ცუდი, რომელიც არ გვიტოვებდა სამართლებრივ საფუძველს, რომ დაგვეცვა სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული პირის ინტერესები. ახალი ცვლილებების თანახმად ეს პუნქტი უქმდება და დამსაქმებელს მიეთითება ის საკითხები რა შემთხვევაში შეიძლება დასაქმებულის სამსახურიდან უპირობოდ გაშვება. გარდა ამისა არის სხვა რიგი ცვლილებებიც, რომელიც წინა კოდექსის შემთხვევაში ნაწილობრივ გაუმჯობესებულია".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)