en
ge

საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საკრებულოს, როგორც საჯარო კოლეგიურ ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ წინასწარ არ უმსჯელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
გარდა ამისა, გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით შესაძლოა შეზღუდულიყო დაინტერესებული პირების, მათ შორის პარლამენტის დეპუტატების, სხდომაზე დასწრება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საკრებულოს სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023