en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის შესარჩევის თაობაზე

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა," - ნათქვამია განცხადებაში, - „შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023