en
ge

მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში

თბილისი. ოცდახუთი ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის - „16+: სიტყვებიდან საქმისკენ" - მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.
სამდღიანი ფორუმის მსვლელობაში გაიმართა ექვსი პლენარული სესია, რომლებიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად საკითხებს - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას დაეთმო. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საუკეთესო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევის საქმეში და მსოფლიოს ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებზე კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სერვისებში ინოვაციის დანერგვის, კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023