en
ge

ბათუმის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის განხილვა

აჭარა. 8, 9 და 10 ნოემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მასპინძლობს ქალაქ ბათუმის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს.
8 ნოემბერი - სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვა;
9 ნოემბერი - განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვა;
10 ნოემბერი - ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვა.
15 ნოემბრამდე ქალაქის მერი ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს. ბიუჯეტის პროექტთან ერთად, საკრებულოს წარედგინება 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
თუ გაქვთ იდეა ან ინიციატივა, რომლის გათვალისწინებაც გსურთ ბიუჯეტში, 10 ნოემბრამდე მიმართეთ ბათუმის მერიას ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023