აჭარა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
„შეხვედრის მეორე ნაწილში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - მარინა რუხაძემ და გოჩა ჯიბლაძემ ჯანმრთელობის, სანიტარიული ზედამხედველობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამებზე ისაუბრეს.
პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით სულ 3 შეხვედრაა გათვალისწინებული. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამებს ხვალ, 9 ნოემბერს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტის პროექტს 10 ნოემბერს განიხილავენ. შეხვედრები 13:00 სთ-ზეა დაგეგმილი”, ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში