თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „შპს „პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს".
ორგანიზაციის პოზიციით, „შპს „პარკინგსერვისის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მნიშვნელოვნად ზარალდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტი გათვალისწინებულ ოდენობაზე მცირე შემოსავალს იღებს. ამასთან, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩაბარდა პარკინგის მოწესრიგების საკითხი მუნიციპალურ შპს-ს, თან ისე, რომ საამისოდ მუნიციპალიტეტს დამატებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის (300 000 ლარი) გაღება დასჭირდა.
ასევე გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა წარუმატებელი აუქციონების შემდეგ შეცვლილი პირობებით ხელახალი აუქციონის გამოცხადება, თუ ქუთაისის მერია თანახმა აღმოჩნდა ამაზე მის მიერვე დაარსებულ შპს „„პარგინგსერვისის" შემთხვევაში. ჩვენი აზრით, ეს ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა კერძო კომპანიების მიმართებით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge