თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ ერთად გამოვავლინოთ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები და ერთად ვაკონტროლოთ ხელისუფლება.
„გაგვიზიარეთ კითხვები, რომელზეც ისურვებდით ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღებას და ანალიზის მომზადებას.
IDFI პროცესში ჩართვასაც გთავაზობთ. კერძოდ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ: IDFI-ს მკვლევარებთან ერთად დაწეროთ ერთობლივი სტატია; გაიაროთ კონსულტაციები საჯარო მონაცემების დამუშავებაზე; გაიგოთ მეტი საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო ფინანსების შესახებ; თქვენი სტატია გამოქვეყნდეს IDFI-ს ვებგვერდზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში