თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, დავით კაკულიამ და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ ქარტიის მე-11 პრინციპის ის ნაწილი დაარღვიეს, რაც პლაგიატს კრძალავს.
მათ წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება შეიტანა ელისო ჯანაშიამ, ფოთში ბაზირებული ონლაინ-გამოცემა tspress.ge-ს ხელმძღვანელმა, რომელიც აცხადებდა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გამოყენებული კადრები tspress.ge-ს ეკუთვნოდა, თუმცა, ეს მითითებული არ ყოფილა, ამასთან, ჩამოჭრილი იყო მისი გამოცემის ლოგოც.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი