en
ge

დასუფთავების აქცია გურჯაანის ტყე–პარკში

დასუფთავების აქცია გურჯაანის ტყე–პარკში
კახეთი. ,,მედია ცენტრ კახეთის" ორგანიზებით  ქალაქ გურჯაანში მდებარე ტყე პარკში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. ტყე–პარკი 10 ჰექტარს მოიცავს. აქ, გასული საუკუნის 80-იან წლებში ფუნქციონირებდა ატრაქციონები, გასართობი ცენტრები, ამფითეატრი, დახურული და ღია კინოთეატრი. ამჟამად მხოლოდ ძველი ატრაქციონებისა და ღია თეატრის ნანგრევებია შემორჩენილი. პარკთან ახლოს მდებარეობს გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის სამხედრო მუზეუმი.

,,პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი ამჟამად გამოუყენებელია და განადგურების პირასაა. ჩვენი მიზანია, პარკს დაუბრუნდეს ძველი იერსახე. ვცდილობთ საზოგადოებას მოვაწვდინოთ ჩვენი ხმა, რათა სამომავლოდ კიდევ ერთი, კარგი დასასვენებელი ადგილი შევმატოთ ქალაქს", აცხადებს პროექტის კოორდინატორი მაკა ხაზიური.პარკის ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ორგანიზაციის თანამშორმლებმა, ასევე ,,მედია ცენტრი კახეთის" მოხალისეებმა. ,,ჩვენს ქალაქში ბევრი არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახალგაზრდები ჩართულნი ვიყოთ სამოქალაქო აქტივობებში. ვფიქროთ, შეგვიძლია ამ სიტუაციის შეცვლა და იმედი გვაქვს, ჩვენი მონდომებით ბევრს შევცვლით ქალაქისა და ჩვენს სასიკეთოდ’’, აცხადებს ანი სპარსიაშვილი, მედია ცენტრის მოხალისე.

,,მედია ცენტრი კახეთი" ძირითადად, ახალგაზრდულ  პროექტებს ახორციელებს. აქცია ,,სათემო განვითარების ცენტრის’’ პროექტის –  ,,შემოსავლების მომტანი საქმიანობებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით’’ – ფარგლებში მოეწყო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)