en
ge

წითელი ჯვრის მოხალისეები და თანამშრომლები დაბა ბაკურიანში შეიკრიბნენ

სამცხე-ჯავახეთი. 17-20 ნოემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რვა ფილიალიდან (ახმეტა, ბათუმი, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, მარნეული, თბილისი) მოხალისეები და თანამშრომლები გამოცდილების გაზიარების მიზნით დაბა ბაკურიანში შეიკრიბნენ.
„თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი ისტორია „რატომ და როგორ წითელ ჯვართან ერთად". გაიმართა მწვავე დისკუსია ფილიალში მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაზე (მოხალისეთა მოზიდვა, აღიარება და შენარჩუნება), ცნობადობის ამაღლებაზე, ადგილობრივ დონეზე პარტნიორთა მობილიზებასა და რესურსების მოძიების გაუმჯობესებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ კარგი მაგალითებისა და იდეების შესახებ, რომელთა გაზიარება მომავალში შესაძლებელია რეგულარული სერვისებისა და მოხალისეობრივი ინიციატივების განსახორციელებლად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023