en
ge

ნარკოპილიტიკის ეროვნული პლატფორმა კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს

თბილისი. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში დღეს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის გაუქმებას, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის პირველი განხილვა უნდა გამართულიყო.
„გუშინ გვიან ღამით, ჩვენთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დანიშნული საკომიტეტო განხილვა მოულოდნელად გაუქმდა, ისე რომ მიზეზების შესახებ განმარტება არავის გაუკეთებია. ასევე, მედიიდან ხდება ცნობილი, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის გაუქმებას კანონპროექტზე პოზიციების შეუჯერებლობას უკავშირებს, რაც ჩვენთვის გაუგებარი და საგანგაშოა", - ნათქვამია პლათფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ხანგრძლივი მოლაპარაკებების და კანონპროექტზე უკვე მიღწეული შეთანხმებების მიღმა, პლატფორმა ვერ ხედავს კომპრომისის დამატებით რესურსს და საკანონმდებლო განხილვების გადავადების საფუძველს. ამის გათვალისწინებით, ვითხოვთ კანონპროექტის შეთანხმებული ვერსია დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა ფორმალურ პროცესში დააფიქსიროს უჭერს თუ არა მხარს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებას ქვეყანაში".
სრულად 
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023